პროექტის პრეზენტაცია

პრეზენტაცია - ვირუსები

Wednesday, March 16, 2022

დიდი ხნის შემდეგ

 რა ხანია ბლოგზე არ შემოვსულვარ

ახლა 2022 წელია. 16 მარტი და მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომისკენაა მიპყრობილი.

 ღმერთო დაიფარე ჩემი ქვეყანა და მთლად მსოფლიო

😔😟

Friday, October 12, 2018

კვლევა

სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა ნანა მიქელაძემ და მარინა მიქელაძემ აწარმოეს კვლევა თემაზე: ,,მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლის პროცესში მშობელთა ჩართულობის შედეგები დაწყებითი საფეხურის (I-IV)  შერეულ კლასებში"

https://drive.google.com/drive/search?ogsrc=32&q=type:pdf

Sunday, July 20, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ და საბოლოო სახე მივეცით პროექტის გეგმას. გვქონდა პროექტების პრეზენტაცია, ბევრი საინტერესო რამ გავიგე სხვა საგნობრივი კომპეტენციებიდან. მართლაც დიდ ინტერესს გამოიწვევს მოსწავლეებში დაგეგმილი პროექტები და ხალისით ჩაერთვებიან.

მიმდინარე ტრენინგებიდან მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გამყვება, სასიამოვნო ატმოსფერო იყო, ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს.


Saturday, July 19, 2014

მე-8 დღის რეფლექსია

დღეს სასწავლო გეგმის შაბლონში  დეტალურად ავღწერე პროექტის მსვლელობა და ავტვირთე ,,გუგლ დრაივში"
განვიხილეთ ფსიქოლოგ ნინო ლაბარტყავას საპრეზენტაციო დოკუმენტი გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ. ვისაუბრეთ იმაზე თუ  სწავლის დროს რამდენად მნიშვნელოვანია იდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინება.

Wednesday, July 16, 2014

მე-7 დღის რეფლექსია

მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება, გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, განვიხილეთ უკუკავშირის მიცემის ფორმები,  ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის შაბლონში, გავაკეთეთ შეფასების მოკლე აღწერა.

Sunday, July 13, 2014

მე-6 დღის რეფლექსია
დღეს მინი- ლექცია გვქონდა საავტორო უფლებებზე, თუ რამდენად  მნიშვნელოვანია საპრეზენტაციო ნაშრომში წყაროს მითითება.
 სახალისო იყო მოსწავლის სავარაუდო ნიმუშზე მუშაობა, მართლა ბევრი საინტერესო ინფორმაცია დევს ინტერნეტსივრცეში და კარგი იქნება თუ მოსწავლეები მიზანმიმართულად ისწავლიან ინტერნეტის გამოყენებას.

ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა ბლოგზე!!!

Saturday, July 12, 2014

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ განსაკუთრებით საინტერესოდ ჩაიარა.
 დღეს ჩემი პრეზენტაციის შესახებ პრეზენტაცია მოვამზადე PowerPoint-ში და ვისწავლე როგორ განვათავსო ბლოგზე, თანაც ისე, რომ შევძლო შიგნით ჩასწორებების შეტანა.
ბლოგი ძალიან საინტერესო რამაა, აუცილებელია ყველა მასწავლებელმა ისწავლოს იქ მუშაობა!!!